გარდაიცვალა 24 წლის ბიჭი, 5 წლის ბავშვი კი კომაშია – არგენტინაში ზეიმი მსხვერპლით დასრულდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ არგენტინის ნაკრებს, სამშობლოში მილიონობით არგენტინელი ქუჩაში ზეიმით დახვდა.

საყოველთაო ზეიმს ერთი ადამიანის, 24 წლის გულშემატკივღის სიცოცხლე შეეწირა. არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზეიმის დროს დაშავებული ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე კომაშია 5 წლის ბავშვი.

ცნობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა.

მსგავსი თემები