,,საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს”- გიორგი ვაშაძე

,,დღეის იქეთ, „ქართული ოცნება“ საქართველოს ომში ჩართვაზე რამეს რომ იტყვის, გთხოვთ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია სახეზე ააფაროთ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ” საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს”.

„თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი შეტევა ომში ჩართვის თაობაზე უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ოფიციალური წერილით არის დასრულებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, ზელენსკის მსოფლიოს ლიდერები უსმენენ, რომელთა ჩართვა სააკაშვილის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო და უფრო მაღალ დონეზე ადის. რაკი საჭირო გახდა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საკითხი გადაჭრაში მსოფლიო ლიდერები ჩაერთონ – იქნება ეს ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი თუ ის ადამიანები, რომელთაც „ქართული ოცნება“ უარს ვერ ეტყვის. უარს ვერ ეტყვის არა იმიტომ, რომ სახელმწიფო აინტერესებთ, არამედ უარს იმის გამო ვერ ეტყვის, რომ უარის თქმის პირადად შეეშინდებათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები