დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, მამაკაცი, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები