,,მიხეილ სააკაშვილი სისხლის ნიმუშის აღებას არ დათანხმდება”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის.

მისი თქმით, დღეს სისხლის ნიმუშის ასაღებად სააკაშვილთან გამომძიებელი უნდა მისულიყო, თუმცა, ის კლინიკაში არ გამოცხადდა.

„გამომძიებელთან კომუნიკაცია დღეს, 15:00 საათზე გვქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიბარა, რათა კვლევისათვის სისხლის ნიმუში აეღო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, მაგრამ ამ დროს გამომძიებელი არ გამოცხადდა, მიზეზი არ ვიცით, მის ტელეფონზე რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი, მაგრამ ის არ გვპასუხობს.

სააკაშვილის პოზიცია უარყოფითია, ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, ფრჩხილის და თმის ნიმუშები უნდა იყოს აღებული. თუ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინებით და სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება და არა, საქართველოში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები