,,მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ დააჩქაროთ ოკუპანტების დამარცხება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიაში შეკრებილ დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, უკრაინისთვის იარაღის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება გაზარდონ.

„რუსული აგრესია შეიძლება და უნდა დამარცხდეს. ახლა ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს. მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ დააჩქაროთ ოკუპანტების დამარცხება“, – განაცხადა ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას.

მისი თქმით, 100%-იანი საჰაერო ფარი უკრაინისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„ნება მომეცით, გთხოვოთ გაზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობა. 100%-იანი საჰაერო ფარი უკრაინისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი სწორედ ახლაა საჭირო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები