,,ხუდონჰესის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ.

დავითაშვილის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება.

,,ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში,”- განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები