,,ეს არის სუს-ის რუსული პროვოკაცია და ის „ტიტუშკა“ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”- ხაბეიშვილი კირთაძეზე თავდასხმაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით,გიორგი კირთაძეზე თავდასხმა ორგანიზებული იყო.

„უსამშობლო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და უსამშობლო „რუსული ოცნება“ 10 წელია საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს, ხლეჩს და საკუთარ ამომრჩეველს კვებავს ბოღმით, შურისძიებით. მათ არაფერი ქართული და ადამიანური არ გააჩნიათ, არაფერი არ გააჩნიათ, არც ზნეობა, არც მორალი. რაც ვნახეთ ბათუმში ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული „ტიტუშკების“ თავდასხმა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული. ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, „რუსულ ოცნებას“ სურს რუსული პიარკამპანია – თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ რუსებს იცავენ და გაარუსეს საქართველო. ცდილობენ, რომ რუსი „ტიტუშკები“ მიუგზავნონ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ქართულად და უნდათ ცივილიზებული სამყაროს წევრობა. გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, „რუსულ ოცნებას“, არანაირი სურვილი საქართველოში მშვიდობის არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვს, მათი სურვილი დაპირისპირება, ბოღმა და ღვარძლია და ამით კვებავენ ამომრჩეველს ყველა არჩევნებზე. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში შეთავაზება საკუთარი ამომრჩევლისთვის არის ღვარძლი, ბოროტმოქმედება, ბოროტება და მათ საერთოდ არც კი წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ქართველი ხალხი იყოს ხელიხელ ჩაკიდებული და ერთად სურდეთ ევროპული მომავალი.

დღევანდელი დღე არის სუს-ის რუსული პროვოკაცია და ის „ტიტუშკა“, რომელიც მიაგზავნეს უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. ვნახეთ, რომ კვერცხებით დაუპირისპირდა რუსი „ტიტუშკა“, სუს-ის აგენტი და ამ ადამიანს არაფერი კავშირი არ აქვს საკუთარი ნების გამოხატვასთან, ეს არის „ტიტუშკა“, რომელიც არის სუს-ის აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ თურმე „რუსული ოცნების“ დაცვა შეიძლება ქუჩაშიც, ტელევიზიების თვალწინ და თურმე ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და ასევე, მნიშვნელოვანია დაისაჯოს შემკვეთი. გამოძიება უნდა გავიდეს შემკვეთზე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, გავაკეთებთ ჩვენ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ – (mcm.ge)

მსგავსი თემები