,,წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატორი, იდეის ავტორი იყო საქართველო”- ლევან დავითაშვილი

,,ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში,” – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც.

„ცოტს ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, სადაც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამდენი ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნახეთ, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტუალური ჩართულობა და ენთუზიაზმია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება, ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის სფეროს საგანი. როდესაც ევროკავშირის ორი ქვეყანა არის პროექტის განხორციელებაში ჩართული, ასეთი განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან. მოვისმინეთ, ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმაზე, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით რამდენიმე მილიარდის ფინანსური მობილიზებისთვის თვის ევროკავშირია მზად“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები