„ევროკავშირის ახალი სანქციები ზიანს თავად ევროკავშირს აყენებს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი პრობლემებს თავად ევროკავშირში გაამწვავებს.

“ახალ პაკეტს ექნება იგივე ეფექტი, რაც ყველა წინას – სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება თავად ევროკავშირში”  –  თქვა ზახაროვამ

ზახაროვას მტკიცებით, ევროკავშირის ლიდერები  “ისევ ვერ ახერხებენ გამოვიდნენ შეზღუდვების მანკიერი წრიდან და აღიარონ რუსეთზე ზეწოლის უშედეგობა”.

ზახაროვამ  ბრიუსელს მოუწოდა, რომ გააუქმოს ყველა შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის ფარგლებში, შეზღუდვები 200-მდე ფიზიკურ პირს დაუწესდა.

მსგავსი თემები