„უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი” – სალომე ზურაბიშვილი

უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინელებმა დაამარცხეს რუსულ პროპაგანდა და სტრატეგია,  მსოფლიომ დაინახა რუსეთის სახე.

„ეს იყო უკრაინის წელი, უკრაინის, რომელმაც გაიარა აგრესიის ქარცეცხლში. უკრაინამ 10 თვის განმავლობაში გაუძლო ამას. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა რას ნიშნავს იყო გამძლე და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“,- ამბობს პრეზიდენტი

მსგავსი თემები