ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა

შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით – ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა. ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა თავად განაცხადა.

“დამიკავშირდნენ საგამოძებო უწყებიდან, თუმცა უარი ვუთხარი გამოკითხვაზე”, – ამბობს მახარაძე.

რამდენიმე წუთის წინ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივი მოძრაობის ლიდერი საგამოძებო სამსახურში დაიბარეს.

“ალტ-ინფოს” წევრს ზურა მახარაძეს ინტიმური ურთიერთობის კადრებით აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან ერთ-ერთ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აღარ აქტიურობს და გვერდზეა გაწეული.

მსგავსი თემები