,,დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე!”- ხატია დეკანოიძე რატი ბრეგაძეს

,,ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე! გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“,- ამ სიტყვებით   “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ  იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა.

დეკანოიძის თქმით, მინისტრი სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავეა.

„მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ის ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის და გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად „ნაცარს აყრიდეს“. მას ჰყოფნის თავხედობა აქ მოვიდეს. თქვენც, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე! ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი არ უნდა იყოს აქ, პროკურატურაში უნდა იყოს და იქ პასუხობდეს კითხვებს, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას მასთან აქვს. ამიტომ, დაფიქრდით თითოეული თქვენგანი. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „ სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები