ქსენია სობჩაკს სასამართლოში უჩივლეს

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს სასამართლოში უჩივლეს. მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელი 12 დეკემბერს დარეგისტრირდა.

ტელეწამყვანმა სახლში ბუხრების დამონტაჟებისთვის 3 მილიონი რუბლი არ გადაიხადა.  არსებული ინფორმაციით, კომპანიამ აიღო ვალდებულება დაემონოტაჟებინა ბუხარი ვერანდაზე, საძინებელსა და მისაღებში. სამუშაოები წინასწარი ანაზღაურებით დასრულდა, თუმცა სობჩაკმა თანხის ნაშთი აღარ გადაიხადა.

სობჩაკის განცხადებით, მან არაფერი იცოდა  სარჩელის შესახებ.

 

მსგავსი თემები