,,პუტინს საზოგადოების წინაშე გამოსვლის ეშინია”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე გამარჯვების გამოცხადებაზე ოცნებობდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სისხლიანი დიქტატორის გეგმებს ახდენის საშუალება არ მისცეს.

ამის გამო პუტინი ცდილობს „არასასიამოვნო“ კითხვებს დაემალოს და  საზოგადოების წინაშე გამოსვლის ეშინია.  

ექსპერტების განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, პუტინმა პირველად გააუქმა ყოველწლიური პრესკონფერენცია. აღმოჩნდა, რომ დიქტატორმა უბრალოდ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა და აღარ იცის, შეუძლია თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსების კრიტიკას.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პუტინის მსგავსი ქმედება, მიუთითებს იმაზე, რომ ის ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული რუსეთის საინფორმაციო სივრცის ფორმირების შესაძლებლობებში უკრაინაში შეჭრის დროს მისი ქცევის მზარდი კრიტიკის ფონზე.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ჯარების წარუმატებლობამ კიევის რეგიონში და ჩრდილოეთ უკრაინაში გაანადგურა პუტინის ყველა გეგმა.

„პუტინმა უკვე გამოიყენა შესაძლებლობა 2014 წლის მარტში და წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მან ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსია გამოაცხადა. პუტინი, სავარაუდოდ, მსგავს შედეგს ელოდა ადრე გაზაფხულზეც, მაგრამ მისი გეგმები განუსაზღვრელი ვადით გადადო“, – აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.

 

მსგავსი თემები