რა ღირს პროდუქტები ევროპაში, რომელსაც საქართველოში „ცეცხლი უკიდია“?!

ევროპაში პროდუქტები საკმაოდ იაფია. იმას, რასაც საქართველოში “ცეცხლის ფასი“ აქვს, გერმანიაში ცენტები ღირს. „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტის ფასს, რომლის შედარება საქართველოს ფასებთან არც შეიძლება.

მაგალითად „მინი კომბოსტო“  გერმანიაში 1.59 ევრო (4,45 ლარი) ღირს – საქართველოში კი 10 ლარამდე;  ბროკოლი 0,89 ევრო (2.50 ლარი) –  საქართველოში კი 7-8 ლარი; ერთი ცალი მანგო, რომელსაც საქართველოში 15 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი, გერმანიაში 4 ლარამდე ღირს; ბუტერბროდის პური, რომელიც 6 ცალიანი შეფუთვა საქართველოში 5 ლარამდე ღირს, გერმანიაში 12 ცალიან შეფუთვას 0.99 ევროდ (2.80) ლარად იყიდი, ყველი “გაუდა” საქართველოში 3-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე გერმანიაში. ნატურალური წვენები, რომელიც საქართველოში 8-10 ლარი ღირს, გერმანიში 2 ევრო ღირს.  ბიო შოკოლადის ფილა, რომელიც საქართველოში 15 ლარი ღირს, გერმანიში 1.29 (3, 60 ლარი ღირს).

ანლოგიური ფასია ბოსტნეულზე და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე. სხვა ფასებს “მედიაცენტრი მთავარი” გერმანიიდან  პერიოდულად შემოგთავაზებთ.

მსგავსი თემები