,,ბიძინა ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს“- ხატია დეკანოიძე

„არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რადგან საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ აღნიშნული პროცესი დღეს დასრულდება.

„არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რადგან საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ქვეყანა, ამიტომ სასამართლო მას ემორჩილება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მე არ მგონია, რომ დღეს მორჩეს და დასრულდეს ეს პროცესი. ეს არის ჩემი მოსაზრება. არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სწრაფად გადაწყდეს ის საკითხი, როგორც უნდა გადაწყდეს და გუშინ ევროპარლამენტში ჩვენ ამას ვუსმენდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გავიგებთ, ყველა ჩამოყალიბდება საერთაშორისო და საზოგადოებრივი აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები