აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში – ჩამოგდებულია 10 ირანული დრონი

ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის სამ რეგიონში: კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით,  ადგილობრივი დროით 7:25 საათისთვის კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10 „შაჰიდის“  თვითმფრინავი.

ჟიტომირის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლებელია თვითმფრინავების თავდასხმების მეორე ტალღა განხორციელდეს.

მსგავსი თემები