,,მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერები და ხალხი რჩება, ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა”- ევროპარლამენტარი

,,არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერები და ხალხი რჩება. ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან ახლა,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. ეს მოხდა კოსოვოს აღიარების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ უარი უთხრეს საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას ბუქარესტში, ნატო-ს სამიტის წინააღმდეგ. ევროპას რომ მაშინ უფრო ძლიერი პოზიცია დაეჭირა, ამ ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, აგვერიდებინა ეს აგრესიული ომი უკრაინაში. რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ, მას შემდეგ, რაც მისი ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ასევე, საქართველო ასოცირებული ტრიოს ნაწილია. მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერები და ხალხი რჩება. ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან ახლა. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა  კრისტიან ტერჰესმა.

 

მსგავსი თემები