იტალიის სენატმა 2023 წელს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს განცხადებით, უკრაინა იტალიისგან შეიარაღებას იქამდე მიიღებს, ვიდრე რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება.

ამასთან, სენატმა მხარი დაუჭირა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიისა და ბლოკ “მოქმედება”-ს რეზოლუციას, რომელიც იარაღის მიწოდების გზით უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ასევე მემარცხენეებისა და “მწვანეების” მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას ითვალისწინებდა, უარყოფილ იქნა.

მსგავსი თემები