სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე ჩართვის უფლება მისცა

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ხვალ საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს იხილავს. სასამართლომ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მესამე პრეზიდენტს უფლება მიეცა დისტანციურად ჩაერთოს სასამართლო სხდომას.

ახლა ყველა ელოდება, რა გზავნილები ექნება პოლიტპატიმარ პრეზიდენტს ან საერთოდ მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი განცხადების გაკეთებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.

უფლებადამცველები წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ, ვინაიდან მას გადაადგილებასთან ერთად უჭირს საუბარიც. დღეს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატის თანდასწრებით რამდენჯერმე დაკარგა გონება. ექიმები ვერ ხსნიან რა სჭირს პაციენტს. მისი მნახველები კი სააკაშვილის უმძიმესი მდგომაროებით შოკირებულები არიან.

მსგავსი თემები