„ვაგრძელებ საუბარს ქართველ კოლეგებთან იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს და ევროკავშირამდე მიიყვანოს” – რობერტა მეცოლა

ვაგრძელებ საუბარს ქართველ კოლეგებთან იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, ეს გზა შესაძლოა, განსხვავებული იმ გზისგან, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, მაგრამ მან საქართველო ევროკავშირამდე უნდა მიიყვანოს.

„ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა – კარი ფართოდ ღია უნდა გვქონდეს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევს. ამის შესახებ გაზაფხულზე ჩვენი განცხადებები მკაფიო იყო, ეს სიცხადე უნდა შევინარჩუნოთ. მე ვესაუბრებოდი და ახლაც ვაგრძელებ საუბარს ჩემს ბევრ ქართველ მეგობართან, კოლეგებთან იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა, განსხვავებული იმ გზისგან, რომელიც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, მაგრამ ამ გზამ საქართველო საბოლოოდ, ევროკავშირამდე უნდა მიიყვანოს“, – განაცხადა მეცოლამ.

მსგავსი თემები