,,უკრაინისთვის გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი.  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პარიზში საგანგებო კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას დამატებით 800 მილიონი ევრო ზამთრის გადასატანად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გათიშვას და ენერგეტიკულ ტერორს დავუპირისპირდეთ. ჩვენი ელექტროსადგურების უმეტესობა დაზიანებულია ან განადგურებულია დაბომბვის შედეგად. ყოველდღიურად ჩვენს ინჟინრებს უწევთ მილიონობით უკრაინელისთვის ელექტროენერგიის გათიშვა სარემონტო სამუშაოებისთვის. ამჟამად ელექტროენერგია 12 მილიონ უკრაინელს აქვს გათიშული. ყოველ დღე ველოდებით რუსეთის მხრიდან ახალ დარტყმებს, ამიტომ გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჯავშანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები