,,ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით,  კლინიკა “ვივამედში” ექსპრეზიდენტი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა და საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს  ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოს.

“ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო. საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა “ვივამედში”. სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები