,,ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ”- ბექა ოდიშარია ოპოზიციას

,,თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ, თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ, ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ,” – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ჩვენ რომ პატივს ვცემთ მებრძოლებს და რა ფორმითაც გამოვხატავთ ამას სისტემურად, მართლა ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით, ამაზე გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა. პაატა მანჯგალაძე, თუ მისულხართ კამერების გარეშე გმირთა მოედნის მონუმენტთან. ამ სავარძლებიდან რომ ომობთ, მართლა დუქნის ლომები, თუ გეომებათ, ადექით და თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით. აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უჩუმრად წავიდნენ, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ „ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი. ერთი ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე – თქვენი „ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო. იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, სახლში არ აუნთეთ თქვენს ბავშვებს? დარწმუნებული ვარ, გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები. ევროპარლამენტარებს ლანძღავთო. ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს. ევროპარლამენტარებს ჩვენ დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ, ქვეყნის პროგრესს ვაცნობთ. თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ ხალხი. ვინ უფრო არის ევროპარლამენტარების მეგობარი, ჩვენ თუ თქვენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები