,,მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ ექს-პრეზიდენტი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს.

დღეს გახდება ცნობილი  რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე.

,,მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა თუ კლინიკა ვივა მედი გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები