ირანში ყოფილ ფეხბურთელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანში, ყოფილ ფეხბურთელს ამირ ნასრ-აზადანის ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

მედიის ინფორმაციით, „რაჰ-აჰანის“ ყოფილი მოთამაშე და კიდევ რვა ადამიანი დამნაშავედ სცნეს ანტისამთავრობო პროტესტებისას ირანის სამართალდამცავი ორგანოების სამი წარმომადგენლის მკვლელობაში.

მათივე ცნობით, 26 წლის ნასრ-აზადანი მართლაც მონაწილეობდა პროტესტებში და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა, თუმცა არ იმყოფებოდა იმ რაიონში, სადაც ძალოვანები მოკლეს.

 

მსგავსი თემები