ინდოეთის პრემიერმინისტრმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

bloomberg-ის ცნობით, ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისევ მყარია, თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, მოდიმ ჩათვალა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა.

ინდურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები