„რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვი იძულებითაა დეპორტირებული” – დარია გერასიმჩუკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და უფლებამოსილი წარმომადგენელის ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის ინფორმაციით, რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია იძულებით დეპორტირებული.

„დღევანდელი დღისთვის ინფორმაცია გვაქვს 13 ათას უკრაინელ ბავშვზე, რომელიც დეპორტირებული ან გადაადგილებული იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს, სამწუხაროდ, საბოლოო ციფრი არ არის”, – თქვა გერასიმჩუკმა.

მისივე თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რიცხვი ყოველ დღე იზრდება, რომლებიც „რუსეთის ხელისუფლებამ მოიპარა”.

მსგავსი თემები