თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მედიიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

მსგავსი თემები