მზადდებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალება გერმანიაში და ვინ არიან ე.წ. “Reichsbürger”-ები?!

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გერმანიაში“ – მიმდინარე კვირას, სწორედ ამ სათაურებით აჭრელდა მსოფლიო პრესა. სპეციალურ ოპერაციაში 3000-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა, არიან დაკავებულები.

როგორც მეცნიერებათა დოქტორი, გერმანიაში მოღვაწე  საერთაშორისო სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის პროფესორ ელიკო წიკლაური ლამმიხიმედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, “რაიხსბიურგერის” სცენის ეს ბოლო დარბევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ბოლო პერიოდში.

„გასულ ოთხშაბათს, გერმანული და მსოფლიო პრესა იუწყებოდა, რომ ადგილი ჰქონდა გერმანიის პოლიციის და უშიშროების ერთობლივ ღონისძიებას. ეს იყო თანამედროვე ფედერალური გერმანიის პირობებში არნახული ოპერაცია. ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა 3000 პოლიციელი, გაიჩხრიკა 150 ობიექტი, მოხდა 25 პიროვნების დაპატიმრება. “რაიხსბიურგერის” სცენის ეს ბოლო დარბევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ბოლო პერიოდში. მათ შორის, აღმოსავლეთ თიურინგიაში“ – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

ვინ არიან ე.წ. Reichsbürger -ები; რა სურთ მათ და რა შუაშია (თუ თავში) თიურინგიელი პრინცი ჰეინრიხ როისსი; არსებობს თუ არა საფრთხე გერმანიის ფედერაციის სახელმწიფო წყობილებისა და დემოკრატიისათვის; ვის სურს კაიზერული გერმანიის სახელმწიფო წყობილების აღდგენა? – ამ და სხვა ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ელიკო წიკლაურ-ლამმიხთან ვრცელ ინტერვიუს „მედიაცენტრი მთავარი“ გერმანიიდან შემოგთავაზებთ.

ელიკო წიკლაური-ლამმიხი გახლავთ  გერმანიაში მოღვაწე საერთაშორისო სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი, რომელიც რომელიც 30 წელზე მეტია, მუშაობს გერმანიის აკადემიურ სისტემაში და აქტიურად მონაწილეობს გერმანიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მსგავსი თემები