ტენდერში მონაწილე ყველა სუბიექტი ვერ იქნება კმაყოფილი, ეს არის რეალობა – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მისამართით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას უწოდებს და აცხადებს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს, მასში არაერთი კომპანია მონაწილეობს და ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში, ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი და ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ გუშინ, იყვნენ აყოლილები ამ მითქმა-მოთქმას. ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რაც მოგიყევით ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები