იტალიაში, დასანქცირებული რუსი ოლიგარქის იახტა ნავსადგურიდან გაუჩინარდა

გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით,  იტალიის კუნძულ სარდინიაში გაუჩინარდა რუსი მილიარდერის დიმიტრი მაზეპინის ძვირადღირებული იახტა, რომელიც, ევროკავშირის დაწესებული სანქციების გამო ჰქონდა ჩამორთმეული.

მედიის ცნობით, 22 მეტრიანი Aldabar იახტა, რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იყო ივნისამდე, შემდეგ კი გაუჩინარდა. ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა დიმიტრი მაზეპინს, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელის საკუთრებად.

“მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოძიება”, – განუცხადა მედიას იტალიის ფინანსური პოლიციის წყარომ. 

პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც თავის მხრივ გადაუხადა იტალიელ კაპიტანს, რომელმაც იახტა ოლბიას პორტიდან მოიპარა.

მსგავსი თემები