,,სააკაშვილს სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, რომ ნახონ რა მდგომარეობაში იმყოფება”- ეკა ხერხეულიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა სასამართლო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში პალატაში ჩატარდეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, რათა გარკვეულმა ადამიანებმა ნახონ,  რა მდგომარეობაში იმყოფება.

,,მიხეილ სააკაშვილის პოზიცია პროცესთან დაკავშირებით არის ერთადერთი, მას სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, უკვე ცნობილი გარემოებების გამო, რომ ის ნახონ რა მდგომარეობაში იმყოფება ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ მიერ გამოტანილ ინფორმაციაში და ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაც დეტალებს ვაზვიადებთ. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები, საკაცე, ეტლი, რითიც შეძლებს ის მივიდეს სასამართლომდე, თუ ეს არ ხდება ტექნიკურად და ვერ მოხდება, მაშინ მოხდეს ისე, რომ პალატაში ჩატარდეს პროცესი, არანაირი წინააღმდეგობა მას არ აქვს, ოღონდ კამერებისთვის ეს არ იყოს დახურული პროცესი”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

 

მსგავსი თემები