მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მეედიის ინფორმაციით,  სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა დღეს, 9 დეკემბერს, მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს. დაღუპული სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელია.

ცნობისთვის მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკი“-ში ხანძარი დღეს დილის 6 საათზე გაჩნდა. ცეცხლი 7,000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ცეცხლი თავდაპირველად მოლში მდებარე სამშენებლო პროდუქციის მაღაზიაში გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

მსგავსი თემები