,,ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც უბედურება დაემართოს”- გიული ალასანია

,,ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც უბედურება დაემართოს”,- ამის შესახებ  გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა.

ალასანიას თქმით,  დღევანდელი პროცესის მიმდინარეობიდან მისთვის რაიმე დასკვნების გამოტანა რთულია.

,,ვერაფერს ვერ ვვარაუდობ, ვერაფერს. არანაირი მოლოდინი არა მაქვს. იმიტომ, რომ თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, ხომ ვისმენდით გუშინ რაც მოვისმინეთ არა? თუ მას დავუჯერებთ, მაგრამ არსებობს სასამართლო და არ ვიცი, რომელიც ჯერჯერობით არ გამართულა.

არ ვიცი ვინ იღებს (გადაწყვეტილებას) რა დონეზე და როგორ მოხდა. დიდი დრო არ არის გადადების, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც უბედურება დაემართოს”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები