,,მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია. მისი თმით, არ არის იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა სასამართლო დარბაზში ერთი თვე გაგრძელდეს.

„ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი. ეს მიუღებელია ყველასთვის და ვფიქრობ, პირველ რიგში, ოჯახისთვის, დაცვის მხარისთვის და თავად მიხეილ სააკაშვილისთვის. როცა ვსაუბრობთ მის ჯანმრთელობის გაუარესებად მდგომარეობაზე, პრაქტიკულად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლოს დარბაზებში ერთი თვე გაგრძელდეს და ამის შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა უმძიმეს მდგომარეობაში. ჩემთვის ეს არის მიუღებელი. აქ მნიშვნელოვანია ოჯახის მყარი პოზიცია, დაცვის მხარის მყარი პოზიცია. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ხელი იმაში, რისი წადილიც აქვს – მაქსიმალურად დროში გაწელონ პროცესი. მესმის, რომ არის სხვადასხვა პროცესები, მაგრამ დღეს პრიორიტეტული არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები