უწყვეტი აქციები დაანონსებულია – მიხელ სააკაშვილის გადასარჩენად ოპოზიცია ძალებს აერთიანებს

ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება” და „დროა” კონსულტაციებს მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან გადიოდნენ. კოორდინირებულ ქმედებებზე შეთანხმება მიღწეულია. არ დავუშვებთ კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობას – ეს არის ოპოზიციის მთავარი გზავნილი.

ახლა ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება სააკაშვილს კვლავ პატიმრობაში დატოვებს, პოლიტიკური პროცესები მთლიანად ქუჩაში გადაინაცვლებს

მსგავსი თემები