ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ.

აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს.

ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან, მაგრამ რადგან ორი ცალკე გადაწყვეტილება მიიღებოდა, ერთი ხორვატიაზე, მეორე – ბულგარეთსა და რუმინეთზე, მათი ხმაც წინააღმდეგ ჩაითვალა.

მსგავსი თემები