უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი.

ზამთრის დასასრულს უკრაინის შეიარაღებული ძალები, სულ მცირე, 24 თებერვლამდე არსებულ ხაზზე გასვლას შეძლებენ.

„ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების იმ ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმართულებიდან გადმოისროლეს. ამიტომ წინსვლა ძალიან მძიმეა. არ უნდა ველოდოთ სწრაფ ოპერაციას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში გენშტაბი კარგი სიახლეებით გაგვახარებს“, – განაცხადა გაიდაიმ.

 

მსგავსი თემები