,,ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გვაქვს – რისი და როგორ? ამას დაინახავთ!”- გიორგი ვაშაძე

,,როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის და მათი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გვაქვს. რისი და როგორ? ამას თქვენ დაინახავთ! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კითხვაზე თუ რას იგულისხმება “ყველა სცენარში”, ვაშაძე  პასუხობს: ,,ყველა სცენარი ნიშნავს იმას, რომ როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს, კონსტიტუცია არ არსებობს, სახელმწიფო მიტაცებულია პრორუსული ძალის მიერ, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა პატრიოტებს ებრძვის და ლაჩრობას ღირსებად ასაღებს, როცა საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის და მათი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება”. “რისი და როგორ? ამას თქვენ დაინახავთ!”.

ცნობისთვის,  “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “სტრატეგია აღმაშენებლმა”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და “დროას” ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.

მსგავსი თემები