,,ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა”- ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

მისივე თქმით, სააკაშვილს მაღალი არტერიული წნევა აქვს და გადაადგილებაც უჭირს.

„სუსტად არის, არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. 38.2 ჰქონდა ტემპერატურა, რაც რეალურად, “ქართული ოცნების” პროპაგანდას რომ გადავავლოთ თვალი, არაფერ კავშირში არ არის არც კვებასთან და არაფერ სხვასთან. ეს არის შინაგანი ტემპერატურა, რომლის მიზეზიც სამწუხაროდ, ვერ დაადგინეს. ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა. გაცილებით უფრო გამხდარია და დაკლებული წონაში, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი პროგრესი არ შემიმჩნევია”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები