,,თუ ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, გააწევრიანებს შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს,  გასარკვევია“- ოხანაშვილი

,,თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,-  ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა  განაცხადა.

მიის თქმით, უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, შესაძლოა გახდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მსგავსი თემები