,,ღარიბაშვილმა საკუთარი თვითმფრინავი უნდა დააქოქინოს პილოტს, ჩაფრინდეს კიევში და გამართოს შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან”- ნიკა მელია

,,ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი თვითმფრინავი უნდა დააქოქინოს პილოტს და ჩაფრინდეს უკრაინაში, კიევში და გამართოს შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ ხალხს მინიმუმ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.

„ის უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან თვეების განმავლობაში, 24 თებერვლიდან ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები. პრაქტიკულად, არ დარჩა არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი, ვინც ეს ნაბიჯი არ გადადგა. გამონაკლისი არის ბატონო ლუკაშენკო და ბატონი ღარიბაშვილი. მან კანცელარიაში ბრტყელი განცხადებები მშრალი, ბიუროკრატიული ხმით კი არ უნდა აკეთოს მთავრობის სხდომაზე, არამედ, უკრაინელ ხალხს მინიმუმ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს. ამისთვის არსებობს ჩამოყალიბებული შესაბამისი პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი სურვილი და ნება წარმოაჩინო უკრაინელების წინაშე – ფრენას მხოლოდ 3 საათი უნდა, მეტი არა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები