ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს დემონსტრანტი, რომელიც დაცვის თანამშრომლის დანით დაჭრისთვის და თეირანში ქუჩის გადაკეტვისთვის გაასამართლეს.

მედიის ინფორმაიით, სიკვდილით დასჯილი დემონსტრანტი მოჰსენ შექარია. მას ბრალად ედებოდა „ბუნტი“ და 25 სექტემბერს, თეირანის მთავარი გზის გადაკეტა, ასევე სამხედროს დანით დაჭრა.

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გადაიცვალა. თვითმხილველები და ახლობლები ამბობენ, რომ მაჰსა ამინი დაკავებისას სცემეს.

მსგავსი თემები