დემნა გვასალიას „მოდის ოსკარი“ არ გადასცეს – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, 2022 წლის BoF VOICES-ზე მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის ”ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ვერ აიღო. მიზეზი ბრენდის ირგვლივ ატეხილი სკანდალია.

გვასალიას ნაცვლად ჯილდო ”ვალენტინოს” კრეატიულ დირექტორს გადაეცა.

ცნობისთვის, საქმე ეხება Balenciaga-ს კამპანიას, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. აღნიშნული კამპანიის გამო ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

მსგავსი თემები