იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ცდილობს კონფლიქტის „გაყინვას” – გადაუდებელია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომის გაყინვის წინააღმდეგ გაფრთხილებით გამოდის. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი გაყინვა საშუალებას მისცემს კრემლს პაუზის დროს შეავსოს და გადააჯგუფოს ძალები ახალი დარტყმისთვის.

მისი თქმით, ომის დასრულების დასაჩქარებლად ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინისადმი იარაღის მიწოდება უნდა გაზარდონ.

„რუსეთი ცდილობს ამ კონფლიქტის გაყინვას გადაჯგუფებისა და მოგვიანებით უფრო მასშტაბური თავდასხმის მიზნით, რადგან უკრაინა ახლა ინიციატივას ფლობს”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაადგინოს რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებების დრო და შინაარსი.

„რაც უფრო გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევა, მით უფრო გადაუდებელია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდება”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები