,,ომში ჩართვაზე უკრაინის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც საჯაროდ არ ითქმის”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომში ჩართვაზე უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაციას ფლობს, რომელიც საჯაროდ არ ითქმის.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი.

„რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის, საჯაროდ ბევრი არ ითქმის. ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაღუპულიყვნენ, არამედ ქართველებიც, ეს ფრონტი და ეს ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიც, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყველანი ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესები. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები