უკრაინის კულტურის მინისტრმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ რუსულ კულტურას

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ.

ალექსანდრ ტკაჩენკო დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დროებით უარი თქვან პეტრე ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენების გამართვაზე. მისივე განმარტებით, „ეს არ იქნება ჩაიკოვსკის გაუქმება, თუმცა წარმოდგენების გამართვა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სისხლიან შეჭრას არ დაასრულებს“.

როგორც ტკაჩენკო აღნიშნავს, „ახლა მიმდინარეობს ცივილიზაციური ბრძოლა კულტურასა და ისტორიასთან, რა დროსაც რუსეთი აქტიურად ცდილობს კულტურისა და მემკვიდრეობის განადგურებას, როდესაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ერია“.

მსგავსი თემები