ძარცვა ქართველების მონაწილეობით – ესპანეთში სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს

ესპანეთში, სარაგოსაში ბინების ძარცვის ბრალდებით, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.

მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა. დაკავებულები არიან 29, 32 და 35 წლის პირები. მათ ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები.

,,ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი ამაგრებენ წებოთი პატარა ძაფებს კარის ძირსა და ჩარჩოს შორის. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა. ამის შემდეგ ისინი იწყებენ ხელსაწყოს, საკეტის გასაღებად” – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები