,,აბსოლუტურად რეალისტურია, რომ ჩვენ ახლო მომავალში ნატო-ს წევრი გავხდეთ და მშვიდობა გარანტირებული გვქონდეს სამუდამოდ”- გიორგი ვაშაძე

,,აბსოლუტურად რეალისტურია, რომ ჩვენ ახლო მომავალში ნატო-ს წევრი გავხდეთ და მშვიდობა გარანტირებული გვქონდეს სამუდამოდ, საუკუნეების მანძილზე,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით სავიზო რეჟიმი ამ დრომდეც შემოსაღები იყო.

,,ყველამ უნდა აირჩიოს, თუ გინდა ევროპა, ევროპული ტიპის განვითარება, თუ გინდა ძლიერი საქართველო, ძლიერი უკრაინა, ასეთ შემთხვევაში სრულ თანხვედრაში უნდა იყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. სავიზო რეჟიმი აქამდეც შემოსაღები იყო რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით. როცა ამას არ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ შენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, თუ აქამდე გერმანია იყო გაფართოების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, დღეს გერმანია არის ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. სწორედ გერმანიის კანცლერის და პრეზიდენტის განცხადებებია, რომ რუსეთთან ერთად ევროპული სახლი ვეღარ აშენდება. შესაბამისად, ამ ევროპულ სახლში ვინც იქნება, მას უნდა ჰქონდეს საერთო სტრატეგია რუსეთთან მიმართებით. ომი მომავალ წელს აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ნახავთ, რომ ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების თემა, რომელსაც გერმანია ღიად და მკაფიოდ უჭერს მხარს. ჩვენი ამოცანაა, ამ გაწევრიანების ფანჯარაში საქართველოც მოექცეს. აბსოლუტურად რეალისტურია, რომ ჩვენ ახლო მომავალში ნატო-ს წევრი გავხდეთ და მშვიდობა გარანტირებული გვქონდეს სამუდამოდ, საუკუნეების მანძილზე. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, “ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინოს რუსეთი, როგორც საქართველოში მშვიდობის გარანტი და მათი მხრიდან ასეთი პროვოკაციები იყოს. მკაფიო არჩევანია ძლიერი საქართველო ევროპასთან ერთად, თუ სუსტი, პროვინციული საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მოქცეული“, – განაცხადა ვაშაძემ.

,,კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან”- ოლაფ შოლცი

მსგავსი თემები